ქართველი სტუდენტი გოგონების ინოვაციური პროდუქტი - მანათობელი ჩანთა

ქართველი სტუდენტი გოგონების ინოვაციური პროდუქტი - მანათობელი ჩანთა

ჩანთების წარმოების იდეა ქეთი უბილავასა და ნათია მგელაძეს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. გოგონებმა ხისა და ტყავის მასალით ქალბატონებისთვის ორიგინალური დიზაინის ჩანთების დამზადება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ კი ჩანთებს ახალი, ინოვაციური - ნათების ფუნქცია დაემატა. სამომავლო პერსპექტივაში სტარტაპის ავტორები მამაკაცების სეგმენტის ათვისებასაც გეგმავენ.

სტუდენტი გოგონები ჩანთებს "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ლაბორატორია FabLab-ში ამზადებენ, პარალელურად აქტიურად იყენებენ ტექნოპარკის სივრცესაც.

დასამზადებელი მასალა და საჭირო დრო: "უნიკალური, რაც "ბეგელსის" ჩანთებს სხვა ჩანთებისგან განასხვავებს, არის მასალების კომბინაცია, ნატურალური ხე და ნატურალური ტყავი (ასევე ვიყენებთ ტყავის შემცვლელს). მნიშვნელოვანი ფაქტორია გრავირებაც. გარდა ამისა, ჩანთებს დავამატეთ ახალი, ინოვაციური ფუნქცია - განათება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ღამე ჩანთაში იპოვოს საჭირო ნივთი. ჩანთების დამზადებას შეკვეთიდან დაახლოებით 1 კვირა სჭირდება".

რატომ ხე და ტყავი?: "ფაბლაბში დამზადებული პროდუქტების უმრავლება ხისგან იწარმოება, რადგან ჩვენ საქმიანობის დაწყება "ფაბლაბის" საშუალებით გვინდოდა, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ხისგან. ამ დროს გაჩნდა იდეა, რომ ჩანთებისთვის ხე გამოგვეყენებინა, რომელიც საკმაოდ უხდება ტყავს და ქმნის ლამაზ კომბინაციას. თანაც, მსგავსი ჩანთები საქართველოს ბაზარზე არ არსებობს, ამ მხრივ, პირველები ვართ" განაგრძეთ კითხვა

Handbags with light – Stylish innovation by Georgian students

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია