"ბოლო დღე ჩვენი მტრისთვის იყოს" - დავით ნარმანიას კომენტარი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ

"ბოლო დღე ჩვენი მტრისთვის იყოს"  - დავით ნარმანიას კომენტარი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ

თბილისის მერი დავით ნარმანია "ჭორს" უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელის პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს.

როგორც ნარმანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი არ იხილება.

ჟურნალისტების კითხვაზე კი, რას იტყვის ექსპერტთა იმ მოსაზრებებზე, რომლის მიხედვითაც, მისი მერობის ბოლო დღეებია, ნარმანიამ აღნიშნა, რომ "ბოლო დღე ჩვენი მტრისთვის იყოს".

ამასთან, დავით ნარმანია არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებში და დასახელდება თუ არა თბილისის მერის პოსტზე კიდევ ერთი ვადით. ამასთან დაკავშირებით ნარმანიამ "ინტერპრესნიუსს" მხოლოდ ის განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ცნობისთვის, მერებისა და გამგებლების არჩევა 4 წლის ვადით ხდება, თუმცა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში არჩეულთათვის ეს ვადა შეკვეცილია - 2013 წელს მიღებული "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" გადაწდა, რომ 2014 წლის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს საკრებულოებსაც ეხება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."