ნინო გვენეტაძე - ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს

ნინო გვენეტაძე - ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს

ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან შეხვედრამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ახვლედიანის თემაზე კომენტარს არ გააკეთებს. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში მიმდინარე შეხვედრას, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით და საქმეთა განაწილების თემაზე გაიმართება.

"ამ საკითხებზე მოსამართლეების პოზიციებს მოვისმენთ. ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს. მენეჯმენტი და ორგანიზება სწორი უნდა იყოს, საქმეთა განაწილება უნდა მოხდეს წესის მიხედვით. ამით უნდა დავაკმაყოფილოთ მოსამართლეების მოთხოვნები", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

გვენეტაძესთან ერთად მოსამართლეებთან შეხვედრას ესწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ებანოიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ