ხუმრობენ, რომ მამუკა ახვლედიანის აპარატი "ჩემი ცოლის დაქალებია" - მოსამართლე

ხუმრობენ, რომ მამუკა ახვლედიანის აპარატი "ჩემი ცოლის დაქალებია" - მოსამართლე

ხშირად ხუმრობენ, რომ მამუკა ახვლედიანის აპარატი "ჩემი ცოლის დაქალებია", - ამის შესახებ მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახვლედიანს აპარატში დასაქმებული ჰყავს მისი ცოლის მეგობრები და ეს ხუმრობა სწორედ აქედან მომდინარეობს. მისივე შეფასებით, ახვლედიანი ძალიან ცუდი მენეჯერია.

"ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო მამუკა ახვლედიანის განცხადება, რომ საეჭვო რეპუტაციისა და კომპეტენციის მოსამართლეები დაინიშნენ. მე მას ვუთხარი კიდევაც, რომ არც საეჭვო რეპუტაციის ვარ და არც საეჭვო კომპეტენციის. მამუკა ახვლედიანი ძალიან ცუდად იქცევა", - განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.

მისი თქმით, ახვლედიანის თავმჯდომარეობის დროს მასთან კომუნიკაცია უჭირდა და იგი ვერ ახორციელებდა მენეჯერულ საქმიანობას. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ახვლედიანს სრული კომფორტი ჰქონდა.

"ყველა მივლინებაში ის დადიოდა. თუმცა დაბრუნების შემდეგ ინფორმაციას არ უზიარებდა მოსამართლეებს. "ხუმრობის დონეზე ამბობენ ხოლმე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო "ჩემი ცოლის დაქალებად" არის გადაქცეული. აპარატში დასაქმებული არიან მამუკა ახვლედიანის ცოლის მეგობრები. მე მიმაჩნია, რომ ბატონი მამუკა ძალიან ცუდი მენეჯერი იყო", - განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ