რა წერია "ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში

რა წერია "ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალი" კვლევას აქვეყნებს, რომელშიც 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარებაა აღწერილი. ანგარიში "ამნესთი ინთერნეიშენალის" ვებ-გვერდზე 23 თებერვალს გამოქვეყნდა.

"წლის ბოლოს, პოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ წამქეზებელი განცხადებები გააკეთა. გამოქვეყნდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისდროინდელი, ციხეში გაუპატიურების ამსახველი ფარული კადრები და გამჟღავნდა ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციურად განწყობილ ტელეკოპანია "რუსთავი 2"-ის მმართველებს შორის კავშირი. "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ოფისს ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური მოტივებით ხალხის ბრბო დაესხა თავს. ეროვნული ვალუტის 26 პროცენტით გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში კი არაერთი ოჯახი დააზარალა, რომლებსაც წინა წლებში სესხები ჰქონდათ აღებული, ეკონომიკური არამდგრადობა გაიზარდა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება შეიზღუდა. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების კუთხით პრობლემები ორ მიძინებულ კონფლიქტთან დაკავშირებით კვლავ არსებობს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე, რომელმაც "ამნესთი ინთერნეიშენელის" მიხედვით "გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია".

დოკუმენტში ნახსენებია გიგი უგულავას საქმეც, რომელთან დაკავშირებითაც 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: "მიღებული გადაწყვეტილების გამო მოსამართლეები მთავრობის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის, ხოლო მთავრობის მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან დაშინების მხვერპლნი გახდნენ", - წერია დოკუმენტში.

"ამნესტი ინტერნეიშენალის" ანგარიშში საუბარია შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზეც. "იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიციამ უკანონოდ შეზღუდა ან აღკვეთა მშვიდობიანი შეკრება, მაშინ როდესაც რამდენიმე შემთხვევაში მათ ვერ შეძლეს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეტაკებების პრევენცია. 15 მარტს "ქართული ოცნების" დაახლოებით 50 მხარდამჭერი ძალის გამოყენებით შეიჭრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში - ზუგდიდში ხის ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა ოფისში და ფანჯრები ჩაამსხვრია. 12 ივნისს 15-მა აქტვისტმა სცადა თბილისში ჰეიდარ ალიევის სკვერში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების არასათანადო დაცვის გასაპროტესტებლად შეკრება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპული თამაშების დაწყებამდე. პიკეტირებმადე, პოლიციის წარმომადგენლებმა გადაკეტეს სკვერი და აქტივისტებს მიზეზის გარეშე უარი უთხრეს იქ შესვლაზე", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი ლგბტ თემის წევრების უფლებების მხრივ არსებული ვითარება. "ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღემ 17 მაისს მშვიდობიანად ჩაიარა, ხელისუფლებამ უარი თქვა ღონისძიების უსაფრთხოების გარანტირებაზე, ვიდრე იგი კონკრეტულ ადგილას, წინასწარი დაანონსების გარეშე არ ჩატარდა. 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს ტრანსგენდერი ქალბატონის ძალადობასა და კიდევ ერთის მკვლელობასა და მისი სახლის დაწვაში დასდო ბრალი და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობა იყო თავდაცვის მიზნით და მას შესაბამისი სასჯელი მიუსაჯა", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები სამართალდამცველების მიერ არასათანადოდ მოპყრობის ახალ ფაქტებზე საუბრობენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავს ფაქტებზე შსს-ისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების წევრების მხრიდან გამოძიება არაეფექტურად ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."