ქართველი სტუდენტები ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ

ქართველი სტუდენტები ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე 6 თვეში გამოჩნდება. ჩიფსების წარმოების იდეის დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე "ბიზნესპრესნიუსი" პროექტის ხელმძღვანელს, შალვა მძინარაშვილს ესაუბრა.

"2 წელია რაც ერთად ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ჯანსაღი პროდუქტის წარმოება", - აღნიშნავს შალვა მძინარაშვილი და დასძენს, რომ პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში თშ ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

შალვა მძინარაშვილის თქმით, გუნდი საწარმოს გახსნას გორის რაიონში გეგმავს: "საწარმოებს, რომლებიც მთიან ზონაში იქნება დაფუძნებული, შეღავათები ექნებათ, საშემოსავლო გადასახადზე, დღგ-ზე და მოგების გადასახადზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გორის რაიონ სოფელ კოშკში გავაკეთოთ საწარმო და საჭირო პროდუქტი - ვაშლი, იქ მცხოვრები მოსახლეობისგან შევიძინოთ განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია