რატომ მოკლა მეზობელმა 48 წლის მამაკაცი სოფელ ვარდისუბანში - რას ყვება მოკლულის დედა

რატომ მოკლა მეზობელმა 48 წლის მამაკაცი სოფელ ვარდისუბანში - რას ყვება მოკლულის დედა

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მოკლული ვეფხია გლურჯიძის დედა ციცინო გოგოლაძე აცხადებს, რომ მის შვილსა და მეზობელს დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. 48 წლის მამაკაცის დედა ყვება, რომ მეზობელს, რომელმაც შვილი მოუკლა, მისი რძალი მოსწონდა. ციცინო გოგოლაძის თქმით, მკვლელი მათ ოჯახს მუქარის წერილებს უგზავნიდა და სავარაუდოდ ამან გამოიწვია კამათი.

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მკვლელობა დღეს მოხდა. 48 წლის ვეფხვია გლურჯიძე მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე.წ. სპიცით დაჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაჭრილი ტაქსით ცდილობდა საავადმყოფოში მისვლას, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ