"ჩემს შვილს მამა ჩააკლა ხელში!" - რა პირადი ანგარიშსწორება აქვს ლალი მოროშკინას მიხეილ სააკაშვილთან

"ჩემს შვილს მამა ჩააკლა ხელში!" - რა პირადი ანგარიშსწორება აქვს ლალი მოროშკინას მიხეილ სააკაშვილთან

ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე ლალი მოროშკინა ჟურნალ "სარკესთან" იმ ინტერვიუს შესახებ საუბრობს, რომელიც მან რუსულ ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისცა. გადაცემაში "ახალი რუსული სენსაციები" მოროშკინამ სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა და არც ახლა მალავს, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ პირადი ანგარიშსწორება აქვს: "მე ვისაუბრე პოლიტიკურ წარსულზე. 2011 წლის 26 მაისი, 7 ნოემბერი, ტელეკომპანია "იმედის" დარბევა, ციხის კადრები უნდა იცოდეს მთელმა მსოფლიომ. ვამაყობ, რომ ციხეების, რომლებიც დავხურე, ფოტოარქივი ჩემი შექმნილია... ეს ადამიანი ძალიან დიდი ბოროტებაა უკრაინელი ხალხისთვის. მეცოდება 40 მილიონიანი ქვეყანა.

...ნაკლებად მაინტერესებს მიშას საყვარლები, რომლებიც "ოცნების" ხელისუფლებაშიც მუშაობენ, სხვათა შორის - კარგ თანამდებობებზე და გადასარევად გრძნობენ თავს. აქ ინტიმი არაფერ შუაშია, ამიტომაც არ ვასახელებ მათ ვინაობას. ინტიმი ინტიმია, მაგრამ ის ქალბატონები, რა თქმა უნდა, თანაუგრძნობდნენ მიშას. ვიცი, რომ ბევრი ჭუჭყიანი გარიგება მათ სახლებში იგეგმებოდა, დღეს კი, სამწუხაროდ, საკვანძო ადგილებზე მუშაობენ.

- ამ ფაქტის შემდეგ არ ყოფილა მისგან გამოხმაურება?

- მემუქრება. ჩვენ ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს და საერთო ნაცნობის პირით მოდის ეს მუქარა, ფიზიკურად გაგანადგურებო.

- თქვენი ეს გამოსვლა პირადი ანგარიშსწორებაც ხომ არ იყო?

- მას დავპირდი ამას! პირადი ანგარიშსწორება, რა თქმა უნდა, მაქვს და მექნება. 2006 წელს მან მოკლა ჩემი ყოფილი მეუღლე, ჩემი კლასელები და ჩემი ჯგუფელები და ვინმეს უკვირს, რომ პირადი ანგარიშსწორება მაქვს? მან ჩემს შვილს მამა ჩააკლა ხელში! ჩვენ მაშინ გაშორებულები ვიყავით, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემი მეუღლის იყო დიღმის ტყე-პარკი... მიშამ მას საშინელებები გაუკეთა, ქონება ჩამოართვა და ნერვიულობისგან გული გაუსკდა.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია