თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებლია - სავარაუდოდ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს

თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებლია - სავარაუდოდ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირი გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონში ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული ვ. გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ. გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების წინასწარ ეტაპზე იკვეთება ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოებები, რაც შესაძლოა მკვლელობის ჩადენის მიზეზი გამხდარიყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ: თელავში 40 წლამდე მამაკაცი ე.წ. სპიცით მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ