რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი დიდი სისწრაფით იზრდება, - წერს გაზეთი "რეზონანსი". თუ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ ბენზინსა და დიზელს, დაახლოებით, 10% ეკავა, იანვარში ეს მაჩვენებელი ერთბაშად 43%-მდე გაიზარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს რუსული საწვავის სიიაფით ხსნიან. პარალელურად აღნიშნავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზარი ახლა მეტად თავისუფალია, გაიზარდა იმპორტიორთა რიცხვი და შესაბამისად კონკურენცია.

როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, 1 ტონა რუსულ საწვავს იმპორტიორები 5-დან 10 დოლარამდე ფასდაკლებით ყიდულობენ. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, იანვარში რუსეთიდან 32,9 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 43%-ია. რუსეთმა ამ მაჩვენებლით გაუსწრო რუმინეთს, რომელიც საქართველოში საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ამჯერად რუმინეთი მეორე ადგილზეა და ამ ქვეყნიდან 17,9 ათასი ტონა (23,4%) ბენზინი და დიზელი მივიღეთ, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა (12,4%), საბერძნეთი - 6,7 ათასი ტონა (8,7%). ამ სტატისტიკაში, კიდევ ერთი ტენდენცია დაფიქსირდა, საქართველოში თურქმენეთიდან უფრო მეტი საწვავი შემოვიდა (5,4 ათასი ტონა, ანუ 7,0%), ვიდრე ბულგარეთიდან (4,2 ათასი ტონა, ანუ 5,5%).

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი სტაბილურად ხორციელდება, თუმცა ამ ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში შედარებით მოკრძალებული იყო და მხოლოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობდა.

"სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტრეიდერები რუსულ საწვავს შედარებით იაფად ყიდიან და მასზე მოთხოვნა ამიტომაც გაიზარდა.

"რუსული საწვავის ფასი უფრო მისაღებია. ჩრდილოეთიდან, ძირითადად, დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მატებაა ბენზინის კუთხითაც. ამ ტენდენციას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ფასი და ხარისხი. ამ შემთხვევაშიც ფასი `პლატცთან~ მიმართებაში სპეციალური ფორმულით დგინდება, თუმცა შემდეგ, სხვა ქვეყნების საწვავთან შედარებით, ფასდაკლება უფრო მეტია - 1 ტონაზე 5-დან 10 დოლარამდე. ამასთანავე, ხარისხი, აბსოლუტურად, აკმაყოფილებს სტანდარტს. რუსეთიდან ევროდიზელის (10PPM) იმპორტი ხორციელდება", - ამბობს ზაალ იაკობიძე განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია