აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს

აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს.

აიუფ ბორჩაშვილმა საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ის ნამდვილად იცნობს ბათირაშვილს და მასთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა პანკისის ხეობაში სკოლის აშენებას. რაც შეეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს, ბორჩაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა არასრულწლოვნების საქართველოდან გამგზავრების თაობაზეც ისაუბრა და წაყენებული ბრალი უარყო.

როგორც ჟურნალისტებს ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ბავშვები, რომლებიც წავიდნენ საზღვარგარეთ, ბორჩაშვილთან კავშირში არ იყვნენ.

"ბორჩაშვილმა განაცხადა, რომ მასთან იყვნენ თხოვნით მისულები, რომ დახმარებოდა გამგზავრებაში. მან კატეგორიული უარი განუცხადა და ეს ბავშვები თავისით წავიდნენ. ეს ბავშვები აიუფ ბორჩაშვილთან გიორგი ბორჩაშვილმა მოიყვანა, რომელმაც დღეს პროცესზე განაცხადა, თითქოს აიუფ ბორჩაშვილმა გაამგზავრა ეს ბავშვები", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო გადაბირებისთვის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებაში ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში ადამაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ