დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კალანდაძის, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ციხისძირის, წულაძის, ვარდის მოედნის, კონსტანტინე ერისთავის, ალადაშვილის, ხივინის და ერევნის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის, წავკისის და ოქროყანის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, მაღალაშვილის, შატილის, საჩხერის, ჩარგლის, ურეკის და ცოდნისკარის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.