სოფელ მანდაეთში შუა ხნის ქალბატონი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ქალბატონის ცხედარი ძმამ ოთახში დაბმული იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ნაწამები იყო.
მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც ამბები.გე-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. თუმცა როგორც უწყებაში ამბობენ, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ქალბატონს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.