"ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" - პატარები ქუჩაში და პრობლემა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ

"ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" - პატარები ქუჩაში და პრობლემა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ

დღეს თბილისის ქუჩებში ხშირად შევხვდებით ბავშვებს, ვინც ლიმონს ან "სალფეტკს" ყიდის. საზოგადოების თვალი ამ სურათს თითქოს შეეჩვია. საფრთხეს, რომელშიც ეს ბავშვები ყოველდღიურად არიან, ბევრი ვერ ამჩნევს, მათ შორის მათი მშობლები, რომლებიც რამდენიმე ლარის გამო შვილებს ქუჩაში უშვებენ.

ამგვარ სურათს ხშირად ვხვდებით ისეთ ადგილებში, სადაც უამრავი ავტომობილი მოძრაობს. რამდენიმე თვის წინ მოხდა უბედური შემთხვევა და ბავშვი, რომელიც ქუჩაში "ვაჭრობდა" მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

ამ პრობლემას მიეძღვნა "პროფილის" დღევანდელი ეთერი. გადაცემაში გავიდა სიუჟეტი 7 წლის დაჩის შესახებ, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე ლიმონს ყიდის.

დაჩი მელიქიშვილის გამზირზე დედასთან და დასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ისინი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან გაჭირვების გამო ჩამოვიდნენ. დედის სამუშაო დღე საკმაოდ ადრე იწყება. ერთ-ერთი კურორტზე მიდის დილის 6 საათზე და ბრუნდება უკან. დედის არყოფნის პერიოდში დაჩი ქუჩაში ვაჭრობს. როგორც ირკვევა ის სამუშაოდ სკოლის დასრულების შემდეგ გამოდის. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ხშირად ბავშვი ქუჩაში ღამის 12 საათამდე რჩება. ლიმონთან ერთად ხატებს და ნახატ სურათებს ყიდის. ამბობს, რომ ქუჩაში ნაშოვნი თანხით ოჯახს ეხმარება. როგორც გაირკვა დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა რამდენად რეალური იყო ის ფაქტი, რომ დედამ შვილის ქმედების შესახებ არაფერი იცოდა. ამიტომ ზარი დაჩის დედასთან პირდაპირ ეთერში განხორციელდა. ბავშვის დედამ მაია ასათიანს ზარს საკმაოდ აგრესიული ტონით უპასუხა.

"თავი გამანებეთ... მორჩა ამაზე ლაპარაკი. ბავშვმა იმაიმუნა და ამის გამო დაისაჯა. ვუყვირე, რომ აღარ გავიდეს ქუჩაში. მე არ ვიცოდი, რომ ქუჩაში იყო ჩემი შვილი. ძალიან გთხოვთ თავი დაგვანებოთ მთელს ოჯახს. თქვენი პრობლემა არ არის, სად გადის დაჩი სათამაშოდ", - ამბობს დაჩის დედა.

გადაცემაში ასევე მოვისმინეთ 11 წლის ლაშას რადიკალურად განსხვავებული ისტორია, რომელიც უსინათლო დედას უვლის. დედა-შვილი წეროვანში მარტო ცხოვრობენ. ოჯახის შემოსავალი თვეში 276 ლარია. ცდილობენ თვიდან თვემდე ამ თანხით თავი გაიტანონ.

"4 წელია დედა ავადაა. მე ვუვლი მას. თვითონ მეუბნება რა და როგორ გავაკეთო და მე ვამზადებ საჭმელს. ერთდჯერად სუპებს ვაკეთებ ყველაზე კარგად. სკოლაშიც დავდივარ. მეზობლებიც გვეხმარებიან. ვცდილობ ყველანაირად დავუდგე გვერდში დედას. ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" , - ამბობს ლაშა.

იხილეთ ვიდეო| მაია ასათიანს პირდაპირ ეთერში უყვირეს - რა მოხდა "პროფილის" ეთერში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."