არის თუ არა კუჭის დაპატარავების ოპერაცია პანაცეა და რა რისკებს შეიცავს? – ის, რაც ზედმეტ წონასთან ბრძოლისას უნდა იცოდეთ

არის თუ არა კუჭის დაპატარავების ოპერაცია პანაცეა და რა რისკებს შეიცავს? – ის, რაც ზედმეტ წონასთან ბრძოლისას უნდა იცოდეთ

ჭარბი წონა ჩვენი საუკუნის პრობლემაა. წონის პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ხოლმე ქალებისთვის ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ. ფორმაში ჩადგომა ყველასთვის მარტივი როდია და არც დიეტა თუ ვარჯიშებია ყოველთვის ეფექტური. ამიტომაა, რომ ბოლო დროს ბევრი ქირურგიულ ჩარევას მიმართავს. თუმცა რამდენად სწორია ამგვარი გადაწყვეტილება, არის თუ არა ეს პანაცეა, რა რისკებს შეიცავს და რა პლუსები აქვს? ეს ინფორმაცია ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ამჯერად თქვენი ყურადღება სწორედ კუჭის დაპატარავების ოპერაციაზე გვინდა შევაჩეროთ, რომლის უბადლო შემსრულებელი ჭარბი წონის ბარიატრული ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნიკოლოზ გვახარია გახლავთ. ბატონი ნიკოლოზი "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს და წონის პრობლემებით შეწუხებულ ადამიანებს იქ ემსახურება.

- სანამ ორსულობის შემდგომ მოჭარბებულ წონაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ თავად ჭარბი წონა ხშირ შემთხვევაში ხდება უნაყოფობის მიზეზი. 14 შემთხვევა იყო, როცა ქალბატონები წონის საკითხის მოგვარების შემდეგ გახდნენ დედები, დღეს ზოგს - ერთი, ზოგს - 2 შვილი ჰყავს და ბედნიერები არიან. რაც შეეხება ორსულობის შემდეგ გაჩენილ ჭარბ წონას, ეს ჰორმონალური დისბალანსის შედეგია, რომელიც ვარჯიშით, სეირნობით, ცხოვრების აქტიური წესით შეიძლება მოგვარდეს. ორულებს ახასიათებთ მეტ-ნაკლებად გამოხატული ორსულთა დეპრესია, რომელსაც ჭამით "ებრძვიან", ჭამა სიამოვნებაა და ამ პროცესში უფრო კარგად გრძნობენ თავს.

ჭარბი წონა - ესაა შედეგი იმისა, რომ ადამიანი იღებს იმაზე მეტ კალორაჟს, ვიდრე წვავს. რასაკვირველია, წონის მატება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევით, მაგრამ ძირითადად მაინც პაციენტის ქცევისგან და კვებითი ჩვევებისგან მომდინარეობს.

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ მას გაუკეთდეს ოპერაცია წონაში დაკლების მიზნით...

- სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება წონის ამსახველი კილოგრამის გაყოფით სიმაღლის კვადრატზე, მეტრებში. როცა ეს მაჩვენებელი აღემატება 33-ს და არის რისკი დიაბეტის, წნევიანობის და ა.შ., მაშინ უკვე შესაძლებელია ამ ოპერაციის გაკეთება, მაგრამ თუ ინდექსი 40-ს ზევითაა, ეს უკვე აბსოლუტური ჩვენებაა, ამ შემთხვევაში დიეტური თერაპია ეფექტური აღარაა და ერთადერთი გზა რჩება კუჭის ოპერაცია.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია