ნუკრი ქანთარია - რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი

ნუკრი ქანთარია - რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი

რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი, - ამის შესახებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

მისი შეფასებით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა არის ამაზრზენი და შემაშფოთებელი ფაქტი.

"ბუკა იყო ჩემი ყოფილი თანამებრძოლი და პიროვნულად გულმა აქეთ გამომიწია. მთავარი არის ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მოტივს, მოტივი თავად უნდა იცოდეს. რაღაც ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი და. ვინ გაბედა, როგორ გაბედა, ამას ალბათ უსწრაფესად დაადგენენ. ვფიქრობ, მან უნდა თქვას, რადგან ძნელია მარჩიელობა", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."