"მე მოვკალი თქვენი შვილი?! ხომ იცით სიმართლე" - გიორგი ცააძე ზურაბ ვაზაგაშვილის დედას

"მე მოვკალი თქვენი შვილი?! ხომ იცით სიმართლე" - გიორგი ცააძე ზურაბ ვაზაგაშვილის დედას

მე მოვკალი თქვენი შვილი?! ხომ იცით სიმართლე?! – ასე მიმართა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ცააძემ ზურაბ ვაზაგაშვილის დედას ციალა შანავას ხმაურით მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

"ჩემი არც ტყვია, არც მასრა და არც იარაღი არ ყოფილა. დედას მოვკლავ, მამას მოვკლავ, თუ შოთაძე ამას მეტყვის – ასეთები არიან ეს პროკურორები", - განაცხადა გიორგი ცააძემ პროკურატურის შუამდგომლობის საპასუხოდ, რომ საქმის განხილვას დაცვის მხარე შეგნებულად აჭიანურებს და განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე.

"რომელ გაჭიანურებაზეა საუბარი ჩვენს საქმეში, როდესაც "კორტების საქმეზე" გამოყოფილი საქმე, სადაც სპეცრაზმელები არიან ბრალდებულები, არ გაგრძელებულა მას შემდეგ, რაც ეს ბრალდებულები პატიმრობიდან გაუშვეს", - განაცხადა გიორგი ცააძემ.

საპასუხო რეპლიკები მის განცხადებას სასამართლო სხდომის დარბაზიდანაც მოჰყვა. ცააძის განცხადებას ე.წ. რიგითი სპეცრაზმელების საქმის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა ე.წ. კორტების საქმის ერთ-ერთი პროკურორი ამირამ გულუაშვილი. პროკურორმა განმარტა, რომ ე.წ. რიგითი სპაცრაზმელების საქმეზე განმხილველ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, რის გამოც მოსამართლე შეიცვალა. მისი თქმით, საქმის მოსამართლის შეცვლის შემდეგ ამ საქმეზე ერთი სხდომა უკვე ჩატარდა და პროცესის გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება ე.წ. კორტების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს, დღეს სხდომა იმ მოტივით გადაიდო, რომ დაცვის მხარის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა. მხარეებთან შეთანხმებით, პროცესი 25 მარტს, 16:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ