უბნები თბილისში, სადაც 29 თებერვალს ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც 29 თებერვალს ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის გარკვეულ უბნებს 29 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.

ისნის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე - წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ბოჭორმის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ზაარბრიუკენის მოედნის, უზნაძის, ჩერნიშევსკის და რომის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი - პეკინის გამზირის, იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გოთუას, გაგარინის, შარტავას, მგალობლიშვილის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, ქანთარიას, ლვოვის, ონიაშვილის, ზოვრეთის, ოდესის და ანაგის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების და საქსოფმანქანის დასახლების IV კვარტლის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების და ფონიჭალის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია