ცრუ განგაში - "ტელეარხ 25"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ცრუ განგაში - "ტელეარხ 25"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ბათუმის "ტელეარხ 25"-ში სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელევიზიის დირექტორმა გია სურმანიძემ განუცხადა, სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია იმ პიროვნებაზე, ვისი ტელეფონის ნომრიდანაც ზარი განხორციელდა.

"ალბათ გავიგებთ ვინ გამოიწვია ჩვენი პარალიზება. შენობაში არაფერი აღმოჩნდა. რადენიმე წუთის წინ შემოვედით და ვცდილობთ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20:30 საათზე გავიდეს. ჩაგვივარდა 17:00 საათიანი გამოშვება და იმედია გავიგებთ, ვინ გახდა ამის მიზეზი", - აღნიშნა გია სურმანიძემ.

ტელევიზიაში ევაკუაცია 16:30 საათზე განხორციელდა. სამართალდამცველები შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ