ეკა მიშველაძე პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა

ეკა მიშველაძე პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ჟურნალისტი ეკა მიშველძე დაკითხვაზე დაიბარეს. ის რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

მიშველაძის მეუღლეს, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ცეცხლასროლი იარაღით ფეხებში ჭრილობა მიაყენა.

პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ასევე იხილეთ:

* ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის დეტალები შსს-ს სპეციალურ განცხადებაში

* ალექსი პეტრიაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ... - ვის სახელს უკავშირებენ პოლიტიკოსზე თავდასხმას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ