თავისუფლების მოედანზე, პროექტ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, პროექტ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, პროექტ "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლოზ ციკარიძემ განუცხადა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, შეჩერდეს "პანორამა თბილისის" პროექტი, რადგან იგი არ ითვალისწინებს დედაქალაქის ურბანულ სტრუქტურას და საზოგადოებრივ აზრს.

"ჩვენი მთავარი მიზანია, უარი ეთქვას ამ პროექტს, რადგან იგი არ ითვალისწინებს დედაქალაქის ურბანულ სტრუქტურას, სოციალურ გარემოს, ბუნების დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის მხარეს და საბოლოო ჯამში, საერთოდ არაფრად არ ვარგა. ეს პროექტი ივანიშვილს ემსახურება", - განაცხადა ნიკოლოზ ციკარიძემ.

საპროტესტო აქცია ცოტა ხანში კანცელარიისკენ გადაინაცვლებს. აქციას ორგანიზებას 21 არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია