ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა ვართ - ხიდაშელი

ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა ვართ - ხიდაშელი

ეუთო-ში რუსეთის ელჩმა პირდაპირ მითხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ნატო-ში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველში" სტუმრობისას განაცხადა.

"გასულ კვირას ეუთო-ში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით ძალიან მარტივი რაღაცები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატო-ში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს. თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები", -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ.

"მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას - ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო, და ვერ უთხრა, რომ რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."