ირაკლი ალასანია - შემკვეთსაც და შემსრულებლებსაც მინდა დავპირდე, ვერსად დაგვემალებიან

ირაკლი ალასანია - შემკვეთსაც და შემსრულებლებსაც მინდა დავპირდე, ვერსად დაგვემალებიან

ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც ვიპოვით, სადაც არ უნდა წავიდნენ, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა მთელ "თავისუფალ დემოკრატებზე" თავდასხმაა და მთელი პარტია სრულად არის მობილიზებული.

"მგონია, რომ ამ წუთებში ჩვენ გვისმენენ შემკვეთიც და შემსრულებლებიც. მინდა დავპირდე მათ, რომ ვერსად დაგვემალებიან. ვიპოვით სადაც არ უნდა წავიდნენ და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ ცინიკურ, ბარბაროსულ აქტზე. როგორი არაადამიანი უნდა იყო, რომ მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანთან ზურგიდან მიხვიდე, თავს დაესხა და მიწაზე დაგდებული დაცხრილო. მე დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს მალე ფარდა აეხდება და ობიექტური ჭეშმარიტება დადგება", - აღნიშნა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერში"ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."