"გამოვრიცხავ, რაიმე საქმის გარჩევა მოხდეს" - "ქართული ოცნება" დღეს პრემიერთან შეხვედრას გამართავს

"გამოვრიცხავ, რაიმე საქმის გარჩევა მოხდეს" - "ქართული ოცნება" დღეს პრემიერთან შეხვედრას გამართავს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა დაგეგმილი.

წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან "ქართული ოცნების" დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას. განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები შეხვდებიან და შეხვედრის მიზანია, განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი პროექტების განხილვა.

"ის გადამეტებული შეფასება, რომ ეს იქნება დაძაბული შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის საქმიანი შეხვედრა პრემიერთან, რომელიც დაიგეგმა ფრაქციის მიერ. გვინდა მასთან ერთად გავიაროთ რამდენიმე საკითხი, რომელიც შეეხება რეფორმებს, პროექტებს. ეს იქნება ძალიან საქმიანი შეხვედრა და გამოვრიცხავ, რაიმე საქმის გარჩევა მოხდეს. ამგვარი განწყობებით არ ვიკრიბებით", - განაცხადა ბესელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."