თელავში პოლიციასა და ნასვამ პირებს შორის შელაპარაკების გამო 7 პირია დაკავებული

 თელავში პოლიციასა და ნასვამ პირებს შორის შელაპარაკების გამო 7 პირია დაკავებული

თელავში, პოლიციასთან ჩხუბის გამო, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. ინციდენტი, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა.

ინციდენტის დროს კაფის ინვენტარი დაზიანდა. სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს. ისინი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ