სანდრა რულოვსი - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი?

სანდრა რულოვსი - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი?

"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის ლიდერი და მთავარი კოზირი 2016 წლის არჩევნებში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი იქნება" - ამის შესახებ ინფორმაციას ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "პირველის" "დღის ამბებში" ახმოვანებს. სანდრა რულოვსი, რომელიც 9 წელი საქართველოს პირველი ლედი იყო, ნაციონალების საარჩევნო სიის მთავარი პირი იქნება.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფენ. როგორც დეპუტატმა სერგო რატიანმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა: "დღეს მე ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ეს და სხვა საკითხები არ არის გარკვეული. სანდრა რულოვსი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, ის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და დიდი წვლილი აქვს შეტანილი სოციალურ დახმარებებში და საერთოდ სამოქალაქო აქტივობაში", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსის გარდა "ნაციონალური მოძრაობის" სიის ხუთეულში შესაძლოა იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, ადვოკატი ოთარ კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა მელია. ასევე საუბარია იმაზეც, რომ სიაში აღმოჩნდეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."