როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად?

როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად?

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. აბიტურიენტებს ცოტა დრო რჩებათ არჩევანის გასაკეთებლად თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარონ და რომელი პროფესია აირჩიონ.

პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, შეიძლება ითქვას, ამით განისაზღვრება შემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი. დღესდღეობით პროფესიის არჩევისას ბევრი ახალგაზრდა უპირატესობას ანიჭებს იმ პროფესიას, რომელიც პოპულარული და მაღალანაზღაურებადია. ხშირად ასე არჩეული პროფესია "პროფესიად" რჩება და სხვა მიმართულებით ვცდილობთ საქმიანობის დაწყებას.

თუ როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია სწორად და რა უნდა გავითვალისწინოთ ამისთვის, ALLNEWS.GE განათლების ექსპერტსა და ფსიქოლოგს ესაუბრა.

განათლების საკითხებში ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, პროფესიის არჩევისას მთავარი შინაგანი მოწოდება და პირადი ინტერესებია, თუ რისი კეთება მოგვეწონება და გაგვხდის ბედნიერს:

"თუ იცი, რომ კონკრეტულ სფეროში შენი ყოველდღიურობა იქნება საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული, ასევე, იქნება შენთვის სასიამოვნო სამუშაო რეჟიმი, მაშინ სწორედ ის მიმართულება უნდა აირჩიო".

როგორს ექსპერტი ამბობს, მშობლების ინტერესი გასათვალისწინებელია, რადგან "ხშირად მშობელი დამფინანსებელიც არის, თუმცა ისინი უნდა დაარწმუნო იმაში, რომ შენი არჩევანი იქნება გამართლებული".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია