რა უპირატესობები აქვს ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსსა და ბინებს დასრულებული რემონტით

რა უპირატესობები აქვს ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსსა და ბინებს დასრულებული რემონტით

ბინის ყიდვა და რემონტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანების ცხოვრებაში. რემონტის დაწყებისა და დასრულების შუალედში ბევრი გრძელი და დამღლელი დღეა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ფერი შევარჩიოთ კედლებისთვის, რომელი პარკეტი ან მეტლახი შევიძინოთ, სად შევუკვეთოთ ხარისხიანი მასალები და სხვა უამრავი დეტალი, რომელიც უამრავ დროს, ენერგიას, ნებისყოფასა და ხარჯს მოითხოვს. რემონტი კი გარდაუვალია ახალი ბინის ყიდვისას...

ყველამ კარგად იცის, რომ ახალაშენებულ სახლში ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ძველში, სადაც უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები. სწორედ სიახლისა და ხელშეუხებელი სისუფთავის განსაკუთრებული ატმოსფეროა ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ადამიანთა უმრავლესობა უძრავი ქონების შეძენისას უპირატესობას ახალაშენებულ კორპუსებს ანიჭებს. გარემონტებული ბინის ყიდვას თავისი უპირატესობები გააჩნია.

ამ თემაზე სასაუბროდ და რეკომენდაციების მისაღებად, კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილეს პროექტების განვითარების, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, ბატონ ოგუზ ქაან ქარაერს მივმართეთ. ეს არის კომპანია, რომელიც "მწვანე ბუდაპეშტის" საცხოვრებელ კომპლექსში ბინებს დასრულებული რემონტით გვთავაზობს.

- რას გულისხმობს დასრულებული რემონტით ბინის ჩაბარება? რა ხვდება მზად მომხმარებელს, როდესაც ახალ სახლში შედის?

- ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა უკვე შესრულებული სარემონტო სამუშაოებითაა შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს გადახვიდეთ სრულიად ახალ და სუფთა შენობაში, რომელიც თავიდან ბოლომდე მზადაა საცხოვრებლად. დავიწყოთ იქიდან, რომ ახალაშენებული სახლები განსხვავდება ოთახების ფუნქციური გეგმარებით განლაგებით, სადაც სივრცე მაქსიმალურადაა გამოყენებული.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენებულ შენობებს, როგორც წესი, მაღალი ჭერი აქვს. მოსახერხებელი, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა უზრუნველყოფს სახლში სითბოს შენარჩუნებას და ასევე, ახშობს ქუჩიდან შემოსულ ხმაურს. სამშენებლო კონსტრუქციებში გამოიყენება ხმის და თბოსაიზოლაციო მასალები, რაც ხმის დახშობას და ტემპერატურის ბალანსირებას უზრუნველყოფს განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია