თავდაცვის სამინისტრო აზარტულ თამაშებსა და მასზე დამოკიდებულ სამხედრო პირებზე კანონპროექტს ამზადებს

თავდაცვის სამინისტრო აზარტულ თამაშებსა და მასზე დამოკიდებულ სამხედრო პირებზე კანონპროექტს ამზადებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მთავრობის უახლოეს სხდომაზე გეგმავს აზარტული თამაშებისა და მასზე დამოკიდებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ კანონპროექტი გაიტანოს. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. მინისტრმა მაშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც სტატისტიკით დადგინდა, უმეტეს შემთხვევაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე თვითმკვლელობის მიზეზებს შორის.

უკვე რამდენიმე თვეა თავდაცვის უწყება ამ კუთხით სერიოზულად მუშაობს. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას თინა ხიდაშელმა განაცხადა "პარასკევს მთავრობის სხდომაზე გადის ეს საკითხი. ჯერ ჩვენი ინიციატივა კანონად არ ქცეულა. ჩვენ ერთგვარად იმ საჯარო განცხადებებით, რომელიც გავაკეთეთ, ერთის მხრივ მათი ინფორმირება მოვახდინეთ, ვინც შესაძლოა იყოს ამ არასწორი საქმით დაკავებული, რომ ეს დასჯადი ქმედება გახდება და ამაზე პასუხი ძალიან მძიმე იქნება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ერთგვარი პრევენციის ამოცანაც ჰქონდა, რომ მოსალოდნელი სასჯელის მოლოდინში ადამიანებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ მსგავსი მოქმედებებისგან.

ამავდროულად ჩვენ დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია ყველა იმ მესამე მხარესთან, ვინც შეიძლება იყვნენ წყარო - ესენი არიან საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ანუ ის მესამე მხარე, საიდანაც ფულს იღებს ადამიანი და ხდება შემდეგ მსხვერპლი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ხიდაშელის განმარტებით, უწყებამ დაიწყო თანამშრომლობა ნოტარიუსებთანაც. "ჩვენ ვცდილობთ მოვიფიქროთ ისეთი ფორმა, რომ ერთის მხრივ, არც ადამიანის პირად ინფორმაციაზე წვდომის წესები დავარღვიოთ და ამასობაში, ეს პრევენცია რაც შეიძლება ეფექტური იყოს. ვფიქრობ, რომ შუალედს ვიპოვით. რაც შეეხება დასჯას, ამ წუთას გამოვლენილი და დასჯილი არავინ არ არის", - განუცხადა მინისტრმა AMBEBI.GE-ს.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია