"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ოპოზიციონერი ლიდერი 26 თებერვალს მეგობრის საფლავზე დაჭრეს. ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილი, სალომე მამის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას რეანიმაციიდან პალატაში დღეს ან ხვალ გადაიყვანენ.
"მამა ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში აღარ არის. ხვალ პალატაში გადაიყვანენ". შეკითხვაზე, იხსენებს თუ არა მომხდართან დაკავშირებით პეტრიაშვილი რაიმეს, პოლიტიკოსის ქალიშვილს პასუხის გაცემა არ სურს: "არ გავაკეთებ მაგაზე კომენტარს". მისივე ინფორმაციით, პოლიციას "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ჯერ არ დაუკითხავს.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE