"ფორბსის" 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი შვიდი პოზიციით დაქვეითდა.
2016 წლის რეიტინგის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერებს შორის 298-ე პოზიციაზეა 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით. გასული წლის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 291-ე ადგილს იკავებდა 5,2 მილიარდი დოლარით.
"ფორბსის" თანახმად, ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ მილიარდერად.
"2015 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილმა რეკორდულ თანხად - 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით", მოგვიანებით კი ნახატი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. მისი შვილის, ბერას თანადგომით საქართველოში ახალი სატელევიზიო შოუ "2030" დაიწყო, რომელშიც თავად ივანიშვილი ხშირად ჩნდება", - აღნიშნავს "ფორბსი".
Bidzina Ivanishvili’s property decreased by USD 400 mln according to Forbes Magazine