"არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა" - მწვავე დაპირისპირება ელისაშვილსა და კაკაბაძეს შორის

"არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა" - მწვავე დაპირისპირება ელისაშვილსა და კაკაბაძეს შორის

ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტებში" შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეთერში დაძაბულობა ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია.

"თქვენ ძალიან გინდოდათ შეწყალების კომისიაში მოხვედრა. ვერ ვხვდები მე რატომ მერჩით. მე იქ ჩემით კი არ მივედი და დავჯექი. დამიძახეს და მივედი", - მიმართა ელისაშვილმა კაკაბაძეს, რამაც უფლებადამცველის გაღიზიანება გამოიწვია.

ნანა კაკაბაძე: შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი ტყუილის თქმა შეგიძლია. ისე ჩემმა შვილმა ან თქვენ გაიხარეთ, თუ მე ერთი დღე მაინც მდომებოდა იქ მოხვედრა. ერთი ადამიანი დაასახელე, ვინც იტყვის, რომ მე შეწყალების კომისიაში მოხვედრა მინდოდა.

ალეკო ელისაშვილი: არ გინდათ ეს წყევლა-კრულვა.... გამოთქმები შეარჩიეთ... საერთოდ, თქვენ მე რატო მერჩით. მე შეწყალების კომისიის საქმეში ხელს ვადებ კობახიძეს და ბესელიას, თქვენ რა გინდათ, რატომ დამსდევთ?

ნანა კაკაბაძე: კიდევ ერთხელ გთხოვ დაასახელო ადამიანი, ვინც თქვა, რომ მე მინდოდა შეწყალების კომისიაში ყოფნა და პირდაპირ ეთერში დაუკავშირდებიან...

ალეკო ელისაშვილი: არაერთმა ადამიანმა მითხრა და ისიც მითხრეს, რომ ამ ადამიანის იქ ყოფნა არ შეიძლებაო... ვინც მე შემომთავაზა კომისიაში ყოფნა, სწორედ ამ ხალხმა მითხრა... ეს ცნობილი ამბავი იყო. ეხლა მიპასუხეთ, რატომ მერჩით? ცოტა გამოთქმები შეარჩიეთ და კორექტულად მელაპარაკეთ...

იხილეთ ვიდეო

ნანა კაკაბაძე: თქვი, ვის ვუთხარი მე რომ შეწყალების კომისიაში ყოფნა მინდოდა. ან შენ ვინ შემოგთავაზა იქ ყოფნა? მარგველაშვილმა? დავურეკოთ მარგველაშვილს და ვკითხოთ... მე იცით, რამდენმა პატიმარმა მითხრა, რომ ალეკო ელისაშვილი კორუფციაშია ჩართულიო...

ამ განცხადების შემდეგ ელისაშვილმა კაკაბაძეს მოუწოდა ყველა ინფორმაცია, რაც მას აქვს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის კორუფციულ ქმედებებებთან დაკავშირებით, პროკურატურას მიაწოდოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."