გაზით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა - რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის გამათბობელის დაყენებისას?

გაზით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა - რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის გამათბობელის დაყენებისას?

საქართველოში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ან გაგუდვის შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე მაჩვენებელი მაღალია. პრობლემა უკვე წლებია პრობლემად რჩება, ამაზე პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, დედაქალაქში 2016 წლის იანვარში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 713 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2015 წლის იანვარში მსგავსი 683 შემთხვევა იყო.

რაც შეეხება თებერვლის თვეს, მოწოდებული მონაცემით, 2016 წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა 730-ს მიაღწია. 2015 წლის თებერვალში კი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 578 შემთხვევა დაფიქსირდა.

რამ გამოიწვია გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირება?

კომპანია "ყაზტრანსგაზის" ვებგვერდზე უსაფრთოების წესების განმარტებაში წერია, რომ წესების დარღვევაზე, მათ შორის გაზის მოწყობილობების არასწორ ექსპლუატაციაზე - კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის და მოქალაქეებს აკისრებს.

რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ფატალური შედეგი და როგორ ავარჩიოთ ბუნებრივი აირის გამათბობელი ALLNEWS.GE ენერგეტიკოსს, გია არაბიძეს ესაუბრა.

-გაზით გაგუდვის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ საქართველოში ყველაზე ხშირად მოსახლეობა წვის შედეგად გამოყოფილი გაზით იგუდება, ანუ იმით, რაც ოთახში ბუნებრივი აირის მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის გამო რჩება. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია