"სუპერსამშაბათის" შედეგები აშშ-ში - რას მოუტანს საქართველოს ტრამპის ან კლინტონის გამარჯვება

"სუპერსამშაბათის" შედეგები აშშ-ში - რას მოუტანს საქართველოს ტრამპის ან კლინტონის გამარჯვება

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში, გუშინ ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა დღემ ჩაიარა - პრაიმერიზისა და კოკუსების სახელით ცნობილი შიდაპარტიული არჩევნები ერთდროულად ქვეყნის 11 შტატში ჩატარდა.

პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა, ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა პირველი ადგილი ალაბამას, ჯორჯიას, მასაჩუსეტსის, ტენესის, ვირჯინიის, არკანზასისა და ვერმონტის შტატებში დაიკავა. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი ალაბამას, ჯორჯიას, ტენესის, ვირჯინიას, არკანზასის, ტეხასისა და მასაჩუსეტსის შტატებში გაიმარჯვა.

ექსპერტების მოსაზრებით, "სუპერსამშაბათის" შედეგები მიუთითებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს სწორედ კლინტონი და ტრამპი დაუპირისპირდებიან.

"ჩემი ვარაუდით, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატები გახდებიან", - აცხადებს Allnews.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე და დასძენს, რომ საარჩევნო რბოლაში მონაწილე სხვა კანდიდატებს გამარჯვების შანსი თითქმის არა აქვთ.

შარაშენიძის მოსაზრებით, კლინტონისგან განსხვავებით დონალდ ტრამპის სამომავლო გეგმების პროგნოზირება რთულია.

"რთულია იმაზე საუბარი, რა შეიცვლება მსოფლიოში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, რადგან ის ოფიციალური დემაგოგია. კლინტონი კი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩვენს რეგიონს კარგად იცნობს. რუსეთთან დაკავშირებით მას არანაირი ილუზიები არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, კლინტონი ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის", - ამბობს შარაშენიძე. იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."