მძღოლის ანბანი - რჩევები დამწყებთათვის

მძღოლის ანბანი - რჩევები დამწყებთათვის

საგზაო წესების გასათავისებლად ზოგს წლები სჭირდება, ზოგიერთი კი ინტუიციის წყალობით მალევე უღებს ალღოს. მიუხედავად ამისა, "გზის ენა" ყველასთვის ერთია, ის ივსება დაუწერელ კანონებთან და სასარგებლო წვრილმანებთან შეჩეხებით, არასტანდარტული სიტუაციების გაანალიზებით მიღებული დასკვნების შედეგად და, როცა თქვენ ვერ პოულობთ პასუხს კითხვაზე "როგორ?", გზა თავად გკარნახობთ მას, უბრალოდ, თქვენ უნდა ისწავლოთ მისი ენა. გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან, რომელსაც შეიძლება დავარქვათ "მძღოლის ანბანი". აქ მოყვანილი ფაქტები ჩვეულებრივი ავტომფლობელების გამოცდილების გაზიარებაა. მასში მოყვანილია ტერმინები და დაუწერელი წესები იმ მიზნით, რომ ისინი გასაგები გახდეს ყველა მძღოლისთვის, ხოლო ეს ცოდნა ყველა ავტომფლობელს დააკავშირებს და შესაძლებლობას მისცემს მათ ისაუბრონ "გზის ენაზე".

1. ავტომანქანით მოძრაობისას დაიცავით უსაფრთხო და გონივრული დისტანცია, არ შეიძლება ბამპერით თითქმის "ვეხებოდეთ" წინ მიმავალ ავტოს.

2. უსაფრთხო დისტანცია ინდივიდუალურია. მის განსასაზღვრად საჭიროა მოძებნოთ მოედანი, სადაც შეძლებთ თქვენი ავტომანქანის უსაფრთხო დისტანციის განსაზღვრას. ამისთვის უნდა მოახდინოთ სამუხრუჭე მანძილის გამოთვლა სხვადასხვა სიჩქარეზე, (60-80-100 კმ/სთ-დან). ამასთან, მანძილს უნდა დავუმატოთ დრო, რაც ჭირდება კონკრეტულ პიროვნებას რეაქციისათვის. რეაქციის დრო მოიცავს დროის მონაკვეთს წარმოქმნილი დაბრკოლებისა (საშიშროების) და მძღოლის საპასუხო ქმედებას შორის. სწრაფი რეაქციის უნარი ერთ-ერთი გადამწყვეტია მძღოლისთვის და იგი ყველასთვის ინდივიდუალურია.

დამუხრუჭებისას რეაქციის დრო სხვადასხვა გამოცდილების და ასაკის მძღოლებისათვის ვარირებს 0.5-2.0 წამებს შორის. მაგალითად, 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა 1 წამში გადის 22.2 მეტრს, შესაბამისად, თუ მძღოლის რეაქციის დრო 1 წამია, საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ავტომანქანა 22.2 მეტრის გავლას მოასწრებს, მანამ, სანამ მუხრუჭები მოვა მოქმედებაში. გამომდინარე აქედან, წამის მეათედი უკვე გზის 2.22 მეტრია. თუ გაიხსენებთ, რომ ბევრი საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება ვერ მოხდა სულ რაღაც 1 მეტრი მანძილის გამო, მიხვდებით თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წამის მეათედსაც კი.

3. თუ თქვენ მიუახლოვდით ადგილს, სადაც შენელებულია ნაკადის სიჩქარე (საგზაო სამუშაოები, მწყობრიდან გამოსული ავტო, საგზაო შემთხვევა და ა.შ.) გაატარეთ ავტომანქანა, რომელიც იძულებულია გადმოვიდეს "თქვენს ზოლში" და შემდეგ მიყევით მას. თუ თითოეული მძღოლი დაიცავს ზრდილობის ამ

დაუწერელ წესს, მაშინ ყველა მათგანი ბევრად ადრე დატოვებს შენელებული ნაკადის არეალს, ვიდრე ეს მოხდებოდა "პირველობის წყურვილით" შეპყრობილი მძღოლების მიერ შექმნილი საცობის შემთხვევაში.

4. თუ მოძრაობთ აღმართში, მოძრაობის შენელებისას არ შეჩერდეთ წინ მიმავალი ავტოსგან ძალიან ახლოს. გამოცდილი მძღოლის მანქანაც კი დაძვრისას მცირედით უკან დაგორდება. ეს და კიდევ სხვა სასარგებლო რჩევები წაიკითხეთ ბროშურაში "ავტომრჩეველი", ჟურნალ "ავტობილდის" მარტის ნომერთან ერთად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია