პარლამენტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს უკავშირდება, პარლამენტმა პირველი მოსმენისას მხარი არ დაუჭირა.

პლენარულ სესიაზე კენჭისყრის დროს დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივას, მხოლოდ 47 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინაამდეგი 21 დეპუტატი წავიდა.

კანონპროექტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."