ამართლებს თუ არა საქართველოში უმაღლეს განათლებაში ინვესტიციის ჩადება

ამართლებს თუ არა საქართველოში უმაღლეს განათლებაში ინვესტიციის ჩადება

საქართველოში ამჟამად სახელმწიფოს მიერ აღიარებული 57 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. მათგან 18 სახელმწიფო და 39 კი კერძო სასწავლებელია.

მიუხედავად ფართო არჩევანისა, სტუდენტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქართულ უნივერსიტეტში ჩადებული ინვესტიცია დაკარგული თანხაა და 4 წლის განმავლობაში სწავლის საფასურის სახით გადახდილი თანხის ამოღებას საშუალოდ 8 წელი მაინც სჭირდება.

იმის გასაგებად თუ რას ფიქრობენ სტუდენტები საქართველოში მდებარე უმაღლეს სასწავლებლებზე, ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.

თამარი (თეატრალური უნივერსიტეტი) - დამთავრებული მაქვს თეატრალურ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი 2007 წელს. ფასიანზე ვსწავლობდი. იყო რამდენიმე კარგი ლექტორი, ვინც მოგვცა ისეთი განათლება, რაც დღემდე მადგება. მაგრამ ეს არ იყო ის განათლება, რაც უნდა მიიღოს სტუდენტმა და ეს არ არის ის ინვესტიცია, რომელიც გამართლებულად შეიძლება ჩავთვალო. არავინ არ გთხოვდა ლექციაზე სიარულს. უცნაური იყო ის, რომ ვსწავლობდი "პიარზე" და უფრო მეტად ჟურნალისტიკის საგნებს გვასწავლიდნენ. ახლა, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ ჩავაბარებდი არც ერთ უნივერსიტეტში, თანხას დავამატებდი და საზღვარგარეთ ვისწავლიდი. ამჟამად დასაქმებული არ ვარ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია