გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა თინა ხიდაშელსა და "რესპუბლიკური პარტიის" სხვა ლიდერებთან 21:00 საათზე დაინიშნა

გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა თინა ხიდაშელსა და "რესპუბლიკური პარტიის" სხვა ლიდერებთან 21:00 საათზე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრისა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 21:00 საათზე დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით, თინათინ ხიდაშელს და "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს შეხვდება.

შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."