„ვიკვებები მაშინ, როცა საკვები მოაქვთ...“ - ლაგოდეხში 88 წლის მოხუცი იძულებით პატიმრობაში ჰყავთ

„ვიკვებები მაშინ, როცა საკვები მოაქვთ...“ - ლაგოდეხში 88 წლის მოხუცი იძულებით პატიმრობაში ჰყავთ

თავისუფლების აღკვეთის და სასტიკი მოპყრობის ფაქტი ლაგოდეხში - "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 88 წლის ქალბატონი 3 წელია ერთ ოთახშია გამოკეტილი. სახლი, სადაც მოხუცია ჩაკეტილი, მის ნათესავს ეკუთვნის. ოთახის კარი მხოლოდ რამდენჯერმე იღება, როდესაც მოხუცთან მისივე პენსიით და სოციალური დახმარებით ნაყიდი საკვები შეაქვთ.

"ავად ვიყავი და საავადმყოფოდან პირდაპირ აქ მომიყვანეს. ეს სხვისი სახლია, სამი წელია აქ ვარ ჩაკეტილი. ჩემი შვილი საზღვარგარეთ მუშაობს. მე ლიდა მივლის. ის იღებს ჩემს პენსიას და ჩემს ყველა დოკუმენტზე წვდომა აქვს. რაც შეეხება საკვებს, ვიკვებები მაშინ, როდესაც ლიდა მოდის და საკვები მოაქვს. ქუჩაში სიამოვნებით გავიდოდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მაქვს. მეუბნებიან, რომ დაეცემი და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხსო", - ამბობს ლიდა რეჟენკოვა.

სახლი, სადაც მოხუცი ცხოვრობს, ლაგოდეხის ცენტრში მდებარეობს. რეჟენკოვა იქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, არ აქვს გათბობა და სველი წერტილი.

იხილეთ ვიდეო

"მთელ დღეს ლოგინში ვატარებ. როცა მცივა ვწვები და ასე ვთბები. გარეთ გასვლა მინდა. საპირფარეშოში მაინც გამიშვან", - აცხადებს მოხუცი.

ადამიანი, რომელიც რეჟენკოვას უვლის ამბობს, რომ მოხუცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ ადგილობრივებს.

ინფორმაცია მოხუცი ქალბატონის შესახებ სახალხო დამცველის ოფისს და სოციალურ სამსახურს უკვე მიეწოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია