აფრიკაში მეორადი ტანსაცმლის იმპორტს აკრძალავენ

აფრიკაში მეორადი ტანსაცმლის იმპორტს აკრძალავენ

აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან შეტანილ მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავსი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბურუნდი, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა აპირებს. ისინი აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში შედიან. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივაა მეორადი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვა. ამას გარდა, აღმოსავლეთ აფრიკის გაერთიანება მეორადი ავტომობილების იმპორტის შემცირების ინიციატივითაც გამოდის.

მეორადი ტანსაცმელების იმპორტის აკრძალვის მიზანს ადგილობრივი წარმოების გაზრდა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ იმპორტირებული მეორადი ტანსაცმელი იმდენად იაფია, რომ ადგილობრივი ტანსაცმლის ფაბრიკები მას კონკურენციას ვერ უწევენ. ამასთან როგორც აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში აცხადებენ, მეორადი ტანსაცმელი შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდეს. იხილეთ გაგრძელება

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა