მგონი, "ნაცმოძრაობამ" ჩანაფიქრი შეცვალა და ახლა ევროპულ ქვეყნებში აპირებენ ჯაჭვის გაკეთებას - კალაძე ოპოზიციას აქილიკებს

მგონი, "ნაცმოძრაობამ" ჩანაფიქრი შეცვალა და ახლა ევროპულ ქვეყნებში აპირებენ ჯაჭვის გაკეთებას - კალაძე ოპოზიციას აქილიკებს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მე მგონი შეცვალა ჩანაფიქრი და ახლა ისინი აპირებენ ევროპულ ქვეყნებში ჯაჭვის გაკეთებას, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 6 მარტს, "გაზპრომის" წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას.

"მე მგონი, შეცვალეს თავისი ჩანაფიქრი. ახლა ევროპულ ქვეყნებში გადავიდნენ, რადგან თქვენ იცით, რომ ევროპას ძირითადად "გაზპრომი" ამარაგებს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა მობილიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი აპირებენ ევროპულ ქვეყნებში ჯაჭვის გაკეთებას", - განაცხადა კალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" 6 მარტს "გაზპრომის" წინააღმდეგ, მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის საელჩოს შენობამდე ცოცხალი ჯაჭვის გაბმას გეგმავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."