"ბათუმის წყლის" დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

"ბათუმის წყლის" დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

"ბათუმის წყლის" დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა.

"საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ბათუმში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია შპს "ბათუმის წყლის" დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს უკავშირდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი. რაც შეეხება ალექსანდრე მიქელაძეს, გამოძიებისა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მან გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება დღეს მოითხოვა.

გიორგი კვირიკაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და საკითხის დეტალურად გარკვევა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია