"ფილმი მიეკუთვნება პორნოგრაფიას" - შსს-მ გასპარ ნოეს ფილმ Love-ის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

"ფილმი მიეკუთვნება პორნოგრაფიას" -  შსს-მ გასპარ ნოეს ფილმ Love-ის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგი კინორეჟისორის გასპარ ნოეს ფილმი LOVE (სიყვარული) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ექსპერტიზითაც დადასტურდა. შესაბამისად, ფილმის გავრცელებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

"კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.

საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.

ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ,,მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით".

გამოძიების მიერ, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს ,,ლოვე") მიეკუთვნება პორნოგრაფიას.

ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა", - ნათვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "ფეისბუქზე" იუსრისტმა გიორგი მშვენიერიძემ და შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა.

"ჩვენმა ძვირფასმა შსს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამართველომ ამ ფილმის გავრცელების გამო გამოძიება დაიწყო. პორნოგრაფიააო.

1. საქართველოში პორნოგრაფიის გავრცელება არ არის დანაშაული და შარშან რომ 36 პირს საპროცესო იმით აიძულეს, თუ არ დაგვთანხმდებით თქვენს სახელებს გავამჟღავნებთო და შერჩათ, ახლა ახალ ეტაპზე გადავიდნენ და მხატვრულ ფილმებს (მის ხარისხზე არ ვდავობთ) მიადგნენ.

2.Archil Talakvadze მანდ ხარ. ვიცი შენი საკურატორო სფერო არაა, მაგრამ მაგრად ტეხავს და შენზეცაა პასუხისმგებლობა", - წერს მშვენიერიძე.

გასპარ ნოემ ფილმი LOVE 2015 წელს გადაიღო. ფილმი განეკუთვნება კატეგორიას დრამა/რომანტიკა. ის 2015 წელს აჩვენეს კანის კინოფესტივალზე და ბათუმის კინოფესტივალზე BIAFF.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

„დაცვის მხარეს უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ