"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა" - ცნობილი დედები და მამები...

"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა" - ცნობილი დედები და მამები...

გაზაფხული ხომ სიახლესთან, სითბოსთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან ასოცირდება. შემთხვევითი არ არის, რომ გაზაფხულის პირველ თვეს ქალბატონების თვეს უწოდებენ და ჭირვეული ხასიათითაც ხომ მარტს გვადარებენ. უკვე 25 წელია, საქართველოში დედის დღეს სწორედ ამ თვეში აღვნიშნავთ. დედაშვილობა ის თემაა, რომელზეც ლაპარაკი ერთდროულად, რთულიც არის და ადვილიც. რთულია სრულად გადმოსცე ის განცდა, რასაც სიტყვა "დედაშვილობა" იტევს.

დედის დღე საქართველოში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

"პირველივე წამიდან აღვიქვი, რა ზღაპარშიც მოვხვდი"

ლელა მებურიშვილი:

- დედაშვილობაში ყველა დღე მნიშვნელოვანია. თარიღი კიდევ ერთი დამატებით მიზეზია იმისთვის, რომ მშობელი ასიამოვნო. როცა შენ თავად ხდები დედა, მერე უფრო მეტად აანალიზებ, შვილი რა საოცრებაა, რამდენად მნიშვნელოვანია. ალექსანდრეს დაბადების შემდეგ დედაჩემი ასმაგად დავაფასე; სრულად აღვიქვი, დედაშვილობა რა დონის სიყვარულია.

- როდესაც ალექსანდრე პირველად დაინახე, შეგიძლია, იმ წუთის ემოცია გადმოსცე?

- ძალიან რთულია, არ ვიცი, მაშინდელი ემოცია როგორ აღვწერო. ბევრი ადამიანისგან მსმენია: თავდაპირველად გამიჭირდა გააზრება და გაცნობიერება იმის, რომ შვილი გავაჩინეო. მე მსგავსი განცდა არ მქონია. პირველივე წამიდან აღვიქვი, რა ზღაპარშიც მოვხვდი. იყო დედა, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ბუნებრივია, სიტყვა "დედაშვილობა" და განცდა, რომელსაც ეს სიტყვა იტევს, უბრალო რამ არასდროს მეგონა, მაგრამ აღმოვაჩინე, ვიდრე საკუთარ შვილს არ დაინახავ, ამ სიღრმეს ბოლომდე მაინც ვერ იგებ.

- დედობამ პიროვნულად შეგცვალა?

- გარკვეულწილად შემცვალა. შეუძლებელიც კი შეგიძლია გააკეთო, როცა ეს შენი შვილისთვის არის საჭირო. არ არსებობს დაბრკოლება. ყველაფრისთვის მზად ხარ!

- საკუთარ თავს, როგორც დედას, ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებ?

- ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ გიჟი დედა ვარ. სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი ყოველი წუთი ალექსანდრეზე ფიქრით არის მოცული. ვჩქარობ, შინ მალე დავბრუნდე და ვნატრობ, როდის გაიზრდება, რომ მერე სულ ჩემთან ერთად იყოს. მასთან ყოფნა კი მართლა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- დედას 3 მარტს როგორ მიულოცავ?

- საჩუქარი უკვე შევიძინე. ვიცოდი, რაც უნდოდა და ახლა ამ დღის დადგომას ველოდები, რომ გავახარო.

"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა და ვაჟკაცურად გაუძლეს..."

ზურა ხაჩიძე:

- ბავშვობაში დედის დღეს ბებიას ვულოცავდი, რადგან დედა 14 წლის ასაკში გავიცანი. სკოლაში დამრიგებელი კონვერტებს გვამზადებინებდა, ბარათებს ვწერდით და ქალბატონებს 8 მარტს ვულოცავდით.

- შენი და დედის გაცნობა როგორ მოხდა? წარმომიდგენია, ეს რამდენად ემოციური შეხვედრა იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, ჩვენი გაცნობა ძალიან ემოციური იყო. ჩემმა მეგობარმა ისე დაგეგმა, არაფერი ვიცოდი. მითხრა, ჩემი ახლობლები ჩამოვიდნენ თბილისიდან და მინდა, მათთან წაგიყვანოო. ეს ამბავი ბორჯომში ხდებოდა. რადგან მთხოვა, გავყევი. დედა თბილისში ცხოვრობდა და ბორჯომში ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოდიოდა. სრულიად მოულოდნელად, ფაქტის წინაშე დავდექი - ეს დედაშენიაო, - მითხრა მეგობარმა. რომ დავინახე, ვიცანი. ფოტოებით მყავდა ნანახი. მაშინდელი ემოცია, როგორ აღვწერო, არც კი ვიცი. ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, თან

გამიხარდა. მერე ჩვენ შორის ურთიერთობა აღდგა.

- დედას ფოტოებიდან იცნობდი და მის ნახვას არ ითხოვდი?

- არა. შესაძლოა, ეს შინაგანი პროტესტიც იყო. სამწუხაროდ, დედა 2005 წელს გარდაიცვალა. მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ დამცალდა.

- დედის დღეს მეუღლეს როგორ ულოცავ? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია