"სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს" - დღეს თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა

"სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს" - დღეს თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა

5 მარტს გამორჩეულად საყვარელ მწერალსა და დრამატურგს, უამრავი პრემიის ლაურეატს, საოცრად ყურადღებიან და თბილ ადამიანს, ბატონ თამაზ ჭილაძეს 85 წელი შეუსრულდა.

ვულოცავთ ბატონ თამაზს იუბილეს, ჯანმრთელობას და მრავალ წარმატებულ წელს ვისურვებთ. იცოცხლეთ, ბატონო თამაზ, გაგვახარეთ თქვენი ახალი ნაწარმოებებით და გაგვამხნევთ თქვენი შეძახილით.

აქვე გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტრევიუდან:

თამაზ ჭილაძე:

- აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს!.. 15 წლის წინ სიბერეს "წაგებული თამაშის გარჩევა" ვუწოდე და ახლაც იმავეს ვფიქრობ. მე ვისაც "ვეთამაშებოდი" და ახლაც, ჯერჯერობით, "ვეთამაშები", დაუმარცხებელი მეტოქე გახლავთ! იყო დრო, როცა ზოგიერთი ჭრილობა პიროვნების ღირსებაზე მეტყველებდა. ასეთივეა ამ შემთხვევაში "წაგების" ცნებაც სიცოცხლესთან გამართულ ტურნირში. მთავარია, ეცადო, როგორმე ღირსეულად "ითამაშო"!...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია