ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - სპეცოპერაციის დეტალები

ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - სპეცოპერაციის დეტალები

ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული პირი, რომელიც შსს-მ დღეს დააკავა ლევან მექვაბიშვილია. ინფორმაციას ტელეკომპანია "იბერია" ავრცელებს.

სამართალცამცველებმა მექვაბიშვილი ბორჯომში სპეცოპერაციის შედეგად გუშინ, დაახლოებით დილის 06:00 საათზე დააკავეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა, ბორჯომში მამის მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.

"დილის 06:00 საათი იქნებოდა, მოვიდა სპეცრაზმი. არ ვიცი რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ, სახლს აკონტროლებდნენ. ამოვიდნენ და გვკითხეს ერთი პიროვნების გვარი, რომელიც აქ ქირით ცხოვრობს. როგორც შემდეგ გავიგე, ამ პიროვნებასთან იყო ჩამოსული სტუმრად მეგობრის შვილი, რომელსაც რაღაც დანაშაული ჰქონია ჩადენილი. სამართალდამცველებმა ეს ადამიანი წაიყვანეს. მეტი არაფერი არ ვიცით", - ამბობს სპეცოპერაციის ერთ-ერთი თვითმხილველი მამაკაცი.

ცნობილი ხდება, რომ ლევან მექვაბიშვილი წარსულში ორჯერ ნასამართლევია. 2011 წელს ის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მექვაბიშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ლომბარდებსა და სავალუტო ჯიხურებს ძარცვავდა.

იხილეთ ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა.

ასევე იხილეთ: ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს - შსს დაკავებულის შესახებ პირველ ინფორმაციას ავრცელებს

ეკა მიშველაძის პირველი კომენტარი შსს-ს განცხადებაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ