ბათუმის ვიცე-მერი ცემეს

ბათუმის ვიცე-მერი ცემეს

ბათუმის ვიცე-მერს ბაგრატ მანველიძეს ახალგაზრდა მამაკაცმა სცემა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ის არ უკავშირდება ვიცე-მერის საქმიანობას. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბაგრატ მანველიძის პირად საკითხზე მერია კომენტარს ვერ გააკეთებს.

თავად ვიცე-მერი ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ