მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ქალებს 8 მარტს ულოცავს:
"თითქმის ყოველ მეორე დღეს გადაღება მაქვს. ხანდახან მგონია, რომ ონლაინ რეჟიმით ვცხოვრობ, ხან ისე ვიღლები, რომ ლიფტში იატაკზე ვჯდები სახლამდე, ხან ვწუწუნებ, რომ ჩემთვის დასვენება არ არის, მაგრამ როცა ვუყურებ შედეგს, ძალიან მსიამოვნებს და ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. გილოცავთ 8 მარტს და გისურვებთ ყველას ამ შეგრძნებას", - წერს შორენა.

