ერთ კვირაში 200 ლარით 1000-მდე მძღოლი დაჯარიმდა

 ერთ კვირაში 200 ლარით 1000-მდე მძღოლი დაჯარიმდა

2016 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტამდე დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 7 ათასზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, მათ შორის ათასამდე პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ "რეზონანსს" საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის დროს მძღოლი 200 ლარით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ საავარიო ვითარებას ან საცობს ქმნის. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მძღოლთა მიერ დგომა-გაჩერების წესების უგულებელყოფის შემთხვევები, რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლში გაჩერებით.

როგორც საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე "რეზონანსთან" საუბრისას 200-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით აცხადებს, ჯარიმა მკაცრია მაგრამ სამართლიანი. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დგომა-გაჩერების დარღვევაზე ათასამდე 200-ლარიანი ჯარიმაა გამოწერილი.

"დაჯარიმების მიზანი ადამიანის ცნობიერებაზე მოქმედი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც აიძულებს ადამიანს, შემდგომში მსგავსი დარღვევა აღარ გაიმეოროს. თუ ადამიანს უნდა, რომ მანქანა გზის მეორე რიგში გააჩეროს, თავად გადავიდეს მანქანიდან და შეიქმნას საცობი, ეს არ გამოვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის აღსრულება არის ერთი საქმე, მეორეა ის, რომ ადამიანი არ აღრვევდეს საგზაო მოძრაობის წესებს, ანუ მაღალი საგზაო კულტურა გააჩნდეს" წაიკითხეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია