როგორ მოვიშოროთ ტატუ მარტივად და იაფად

როგორ მოვიშოროთ ტატუ მარტივად და იაფად

კანადელმა სტუდენტებმა გამოიგონეს უმტკივნეულო და იაფი მეთოდი მობეზრებული ტატუების მოსაშორებლად. მათი თქმით, ამისთვის საჭიროა მხოლოდ კანზე სპეციალური კრემის წასმა.

”ლაზერით ტატუს მოშორებისას რჩება დამწვრობა და იარები, ჩვენ კი გამოვიგონეთ მეთოდი, რომელიც კანზე დიდ გავლენას არ ახდენს. ჩვენი საცხის გამოყენება საერთოდ არ იწვევს კანის გაღიზიანებას”, - განაცხადა 27 წლის ალეკ ფალკენჰამმა.

ასეთი ხერხით ტატუს მოშორება გაცილებით უსაფრთხო და ხელმისაწვდომი იქნება. ფალკენჰამის განცხადებით, 10-10-ზე სანტიმეტრი კანის მონაკვეთის დამუშავებას მხოლოდ 4,5 დოლარი დასჭირდება. ამჟამად საცხი გამოცდის ეტაპზეა და სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება გაყიდვაში.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს